დავით ზალკალიანი - იმ პასუხისმგებლობას რომ არ ვაცნობიერებდე, რომელიც მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მაქვს, დღეს აქ არ ვიქნებოდი
დავით ზალკალიანი - იმ პასუხისმგებლობას რომ არ ვაცნობიერებდე, რომელიც მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მაქვს, დღეს აქ არ ვიქნებოდი

იმ პასუხისმგებლობას რომ არ ვაცნობიერებდე, რომელიც მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით მაქვს, დღეს აქ არ ვიქნებოდი, – საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, დავით ზალკალიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის შემდეგ განაცხადა.

ზალკალიანმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომასა და მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ბატონმა გიორგიმ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ იქ იყო ძალიან სერიოზული პოლემიკა და დისკუსია ფორმასთან დაკავშირებით და ვერ მოიძებნა კონსენსუსი. მან ძალიან მკაფიოდ ახსნა ეს ყველაფერი. მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული.

ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს თანამდებობას და არავინ შეუცვლელი არ არის. მე რომ არ ვაცნობიერებდე იმ პასუხისმგებლობას ამ მწვავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და იმ საფრთხეების გამო, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.