საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაწეული ფასილიტაციის საკითხები, რასაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგი მოჰყვა და წინ გადადგმული ნაბიჯი იყო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ელჩთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.