დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობით საქართველო ხდება საერთო ევროპული ღირებულებების არა მხოლოდ გამზიარებელი, არამედ მისი ერთგული დამცველი
დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობით საქართველო ხდება საერთო ევროპული ღირებულებების არა მხოლოდ გამზიარებელი, არამედ მისი ერთგული დამცველი

მართლაც ბევრი გვაქვს აღსანიშნავი, პირველ რიგში კი, ევროპული იდენტობა და ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება, რამაც დღეს ჩვენი საზოგადოება თავისუფლების მოედანზე შეკრიბა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა ღონისძიების „საქართველოს გზა ევროპისკენ“ დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ემოციებით დატვირთული ვბრუნდები დღევანდელი შეკრებიდან. ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს აღსანიშნავი, პირველ რიგში კი, ევროპული იდენტობა და ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულება, რამაც დღეს ჩვენი საზოგადოება თავისუფლების მოედანზე შეკრიბა. ამ მუხტს ხედავს მთელი მსოფლიო, ამ მუხტს ხედავენ ჩვენი ევროპელი მეგობრები.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობით საქართველო ხდება არა მხოლოდ გამზიარებელი საერთო ევროპული ღირებულებათა სისტემის, არამედ მისი ერთგული დამცველი და კონტრიბუტორი. ეს არის საქართველოს ისტორიული კოდი. დღეს თავისუფლების მოედანზე იდგნენ დიდი შოთას, ილიას, ვაჟას შვილები. ჩვენი მთავრობა ერთგულია ქართული იდენტობის. საქართველოს გზა ევროპაა“, – განაცხადა ზალკალიანმა.