დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მისია, რომელიც მოქმედებს საქართველოში და საკითხის მაღალ დონეზე აწევა ვფიქრობ, წაგვადგება
დავით ზალკალიანი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მისია, რომელიც მოქმედებს საქართველოში და საკითხის მაღალ დონეზე აწევა ვფიქრობ, წაგვადგება

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მისია, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ასეთ დონეზე აწევა საკითხის ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წაგვადგება​, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიის სამ ქვეყანაში ჩამოსვლის საკითხზე  კომენტირებისას აღნიშნა.

დავით ზალკალიანის თქმით, ბორელის ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მსგავსი სახის ნაბიჯები იყოს გადადგმული.

„ეს არის სწორედ ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგი. ევროპელ პარტნიორებთან მუდმივად ვაყენებთ მათთან შეხვედრებზე, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან უმაღლეს დონეზე, კერძოდ უსაფრთხოების თემებთან მიმართებაში და კონფლიქტებთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამას და დარწმუნებული ვარ, მეტი ყურადღება, მეტი აქტუალიზაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის ევროკავშირის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი არის აქტიურად ჩართული ჟენევის მოლაპარაკების პროცესში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მისია, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ასეთ დონეზე აწევა საკითხის ფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან წაგვადგება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ჟოზეფ ბორელის სახელით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კავკასიის სამ ქვეყანაში ჩავლენ.