დავით ზალკალიანი - EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის
დავით ზალკალიანი - EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის

EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრისას აღნიშნა არჩევნების დასრულება და თქვა, რომ აუცილებელია, ამჟამად ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და იმ ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის, რაც ქვეყანას აქვს და რაშიც უშუალოდ EBRD-ია ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ევროპის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მხარდაჭერის მყარი გარანტიები აქვს.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან. საუბარი შეეხო ეკონომიკურ გამოწვევებს და იმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. მან აღნიშნა არჩევნების დასრულება და თქვა, რომ აუცილებელია ამჟამად ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და იმ ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის, რაც ქვეყანას აქვს და რაშიც უშუალოდ EBRD-ია ჩართული. მისი მხრიდან მივიღეთ მყარი გარანტიები, რომ ის პროექტები, რომლებიც საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება, მომავალშიც იქნება მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს ევროპის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერის მყარი გარანტიები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.