დავით ზალკალიანი - დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა
დავით ზალკალიანი - დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა.

როგორც ზალკალიანი აცხადებს, საერთაშორისო პარტნიორებმა აღნიშნულზე რეაგირება უნდა მოახდინონ.

„დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციების დარღვევა და 2008 წლის აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონების აღიარებისა და ოკუპაციის სცენარიის გამეორება. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რეაგირება მაოხდინონ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საერთაშირისო სამართლის მორიგ დარღვევაზე“, -წერს დავით ზალკალიანი.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.