დავით ზალკალიანი – დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობებით, საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში წყალდიდობის გამო მწუხარებას გამოთქვამს და სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„დამწუხრებული ვარ გერმანიასა და ბენილუქსის ქვეყნებში დამანგრეველი წყალდიდობის შესახებ ცნობებით, რომელმაც დიდი რაოდენობით მსხვერპლი და დიდი ზიანი გამოიწვია. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. საქართველო თქვენ გვერდითაა ამ რთულ დროს“, – წერს ზალკალიანი „ტვიტერზე“.
So sorry to hear of the destructive floods in #Germany & #Benelux, causing a huge number of casualties & severe damages. Our sincere sympathies to those families who have lost their loved ones. 🇬🇪 stands W you in this difficult time! @HeikoMaas @MFA_Lu @Sophie_Wilmes @ministerBZ
— David Zalkaliani (@DZalkaliani) July 15, 2021