დავით ზალკალიანი - ჩვენი შეთავაზება პარტნიორებისთვის, რომ საქართველო გამოეყენებინათ როგორც რეგიონული ჰაბი, არის ჩვენი ხელშეწყობა გლობალური მშვიდობისთვის
დავით ზალკალიანი - ჩვენი შეთავაზება პარტნიორებისთვის, რომ საქართველო გამოეყენებინათ როგორც რეგიონული ჰაბი, არის ჩვენი ხელშეწყობა გლობალური მშვიდობისთვის

ჩვენი მონაწილეობა ნატო-ს ოპერაციებში არის  საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ერთად ვიყავით, როდესაც ავღანეთში ეს მისია დაიწყო და ერთად ვართ დატოვების დროს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შეთავაზება დასავლელი პარტნიორებისთვის, რომ ქვეყანა გამოიყენონ როგორც სატრანზიტო დერეფანი ნატო-ს სამხედროების მიერ ავღანეთის დატოვებისას, არის საქართველოს ხელშეწყობა გლობალური მშვიდობისთვის.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებზე, ჩვენ ასევე მნიშვნელოვან კომპონენტად განვიხილავთ ჩვენს როლს რეგიონში. ჩვენ უნდა ვიყოთ საინტერესო ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ უნდა დავანახოთ ჩვენი საჭიროება და ჩვენი უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი რეგიონში. მუდმივად აქეთკენ მივისწრაფვით. ჩვენი მონაწილეობა ნატო-ს ოპერაციებში არის  საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ამიტომ, ჩვენ ერთად ვიყავით, როდესაც ავღანეთში ეს მისია დაიწყო და ერთად ვართ დატოვების დროს.

ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს პარტნიორებს, საქართველო გამოეყენებინათ როგორც რეგიონული ჰაბი და ამას არა მხოლოდ ლოჯისტიკური დატვირთვა აქვს, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ხელშეწყობა მთლიანად იმ გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის, რისკენაც არის მოწადინებული მთლიანად ნატო და ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.