დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება
დავით ზალკალიანი - ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება

ჩვენი ქვეყნის მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ასეთ კრიტიკულ დროს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რასაც აფასებენ.

„მსურს, უდიდესი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და თურქეთის მიმართ. მათ მიერ გაწეული დროული დახმარების შედეგად, ჩვენ შევძელით ავღანეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში უვნებლად დაბრუნება. ასეთ კრიტიკულ დროს გამოხატული მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.