დავით ზალკალიანი - ბრწყინვალე მომენტია, როდესაც ხედავ, რომ საქართველო და საერთაშორისო სასამართლო ახალი გამოწვევების საპასუხო პროცესში თანამშრომლობენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ეხმაურება.
ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ ბრწყინვალე მომენტია, როდესაც ხედავ, რომ საქართველო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სრულად თანამშრომლობენ ახალი გამოწვევების საპასუხო პროცესში.
„გოჩა ლორთქიფანიძემ და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კიდევ ხუთმა ახალარჩეულმა მოსამართლემ ფიცი დადო. როგორი ბრწყინვალე მომენტია, როდესაც ხედავ, რომ საქართველო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სრულად თანამშრომლობენ ახალი გამოწვევების საპასუხო პროცესში, ემსახურებიან კაცობრიობას და ჩვენი პლანეტის უკეთეს ადგილად გადაქცევაზე ზრუნავენ“, – წერს დავით ზალკალიანი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ახალარჩეული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გუშინ გაიმართა. ექვს ახლად არჩეულ მოსამართლესთან ერთად, მოსამართლის ფიცი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემაც დადო.