დავით ზალკალიანი - აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე
დავით ზალკალიანი - აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, როდესაც რეგიონში ძალიან სწრაფად იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია, ამ კონტექსტში შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და მნიშვნელოვანი იყო აშშ-სთან ყველა ამ საკითხზე საუბარი.

„რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, აშშ-ში ვიზიტი იყო მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლისთავს და სწორედ, ამ თვალსაზრისით, ის დეკლარაცია, რომელიც მივიღეთ, იყო ყოვლისმომცველი და მოიცავდა ყველა ძირითად მიმართულებებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით. ძირითადი მიმართულებებია, თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის გაღრმავება, ასევე ეკონომიკური კუთხით შესაძლებლობების გაფართოება, პირველ რიგში ვაჭრობის კუთხით. ასევე საუბარი იყო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგის განმსაზღვრელია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დატოვე კომენტარი