დავით ზალკალიანი - აშშ-ის 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
„2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ს საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. პროექტის ამავე ქვეთავში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რომლის თანახმადაც კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ის გენერალური მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები. კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებს ცხადყოფს, პირველი, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ის საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მთლიანად ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. უმთავრესია იმის აღნიშვნა, რომ კანონპროექტში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დეფიცინია უკვე მეხუთე წერია, უცვლელად მეორდება და აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი განსაზღვრებაა ჩადებული ამ კანონპროექტში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ყოველწლიურად იზრდება საქართველოსთვის ფინანსური მხარდაჭერა და ბოლო ოთხ წელიწადში, ეს მხარდაჭერა 50 მილიონით გაიზარდა.
„კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. აღსანიშნავია, რომ სენატის ასიგნებების კომიტეტის დამტკიცებულ კანონპროექტში არ არის ის დათქმა, რაც იყო დაკავშრებული 15%-იან შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობდა კანონის წარმომადგენლობითი პალატის მიერ 2020 ის ივლისის მიერ მიღებულ ვერსიაში. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, უმნიშვნელოვანესი პროგრესი არსებობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ არ უნდა გამოიყენონ ოპონენტებმა საკუთარი, პოლიტიკური ინტერესებისთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ქვეყნის ურთიერთობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.