დავით ზალკალიანი აშშ-ირანს შორის დაძაბულობაზე - ვითარების დეესკალაციისთვის დიპლომატიის დროა
ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-სა და ირანს შორის არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა, პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე. აშშ-ს აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ვითარების დეესკალაციისთვის და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა“, – დაწერა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბაღდადში განვითარებულ მოვლენებს ასევე „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „შეშფოთებულნი ვართ ერაყში ძალადობით, ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას“, – აღნიშნული იყო დავით ზალკალიანის განცხადებაში.