დავით ზალკალიანი არარატ მირზოიანს შეხვდა
დავით ზალკალიანი არარატ მირზოიანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალს, ასევე ურთიერთობებს სავაჭრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროში.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ქვეყნის დელეგაციის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დღეს სრულდება