დავით ზალკალიანი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დავით ზალკალიანი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალება ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი დანაკლისი და ტკივილია. ანზორ ერქომაიშვილი იყო მართლაც ეპოქალური პიროვნება, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართულ ფოლკლორს, ქართულ კულტურას, საქართველოს მსახურებას მიუძღვნა და მომავალ თაობებს საოცარი საგანძური დაუტოვა.

ვუსამძიმრებ ბატონი ანზორის ოჯახს და მთელ საქართველოს“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი