დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების შემოღების საკითხი არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ განხილულა
დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მოსამართლეებისთვის სანქციების შემოღების საკითხი არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ განხილულა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღებაზე არც ერთ საერთაშორისო დონეზე საუბარი არ ყოფილა. ამის შესახებ ზალკალიანმა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ზალკალიანის თქმით, საკითხი არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ განხილულა.

„მსგავსი საუბრები არც ერთ საერთაშორისო დონეზე, არც საერთაშორისო ფორმატში არ განხილულა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიშელის დოკუმენტში გარკვევით წერია, რომ უნდა შეჩერდეს ან დაპაუზდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნა, ვიდრე რეფორმები არ განხორციელდება. მისივე თქმით, მოსამართლეების მიმართ სანქციების შემოღების პროცესი დაწყებულია.