დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი - სამი მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი - სამი მეოთხედფინალისტი ცნობილია #1TVSPORT

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში 1/8-ფინალური შეხვედრების ნაწილი გაიმართა და სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

კოლხეთი ხობი – სამგურალი 1:3

ანგარიში მე-7 წუთზე ხობელთა შემტევმა, გიგა ამბროლაძემ გახსნა, მაგრამ ნიკა ხორხელმა (45+2) ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მისმა ძმამ, ლუკა ხორხელმა (54) წყალტუბოელები დააწინაურა, საბოლოო ანგარიში კი შარბელ გომეზმა (77) დააფიქსირა.

ბეთლემი – ფოთის კოლხეთი 1:2

„კოლხეთმა“ უკვე მე-17 წუთზე დათა სიჭინავას გოლით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ ლიგა 4-ის „ბეთლემმა“ ფოთელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ტაიმის ბოლომდე (40-ე წუთი) ტატო აბუსელიძემ წონასწორობა აღადგინა. თუმცა, ანატოლი მესიაჩენკომ (61) „კოლხეთს“ გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოუტანა.

ირაო – მეშახტე 1:1 (7:6 პენალტების სერიაში )

ეს ყველაზე დრამატული დაპირისპირება იყო, რომლის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით დრო დაინიშნა. „ირაო“ 99-ე წუთზე ნიკო გოჩოლეიშვილის გოლით დაწინაურდა, მაგრამ „მეშახტემ“ 120+5-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც იოსებ მოლაშვილმა გამოიყენა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთ „ირაომ“ შეასრულა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დღეს კიდევ ერთი მატჩი გაიმართება – თბილისის „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე „დინამო თბილისს“ 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

დარჩენილი ოთხი მატჩიდან ორი ხვალ ჩატარდება, ხოლო ორიც – სექტემბერში:

კვირა, 30 ივლისი

სიონი-დინამო (ბთ)

ბოლნისი. თამაზ სტეფანია-არენა

თელავი-საბურთალო

თელავი. კავკასიონი არენა

ხუთშაბათი, 7 სექტემბერი

სპაერი-ტორპედო 15:30

თბილისი. სპაერის სტადიონი

სამშაბათი, 12 სექტემბერი

გარეჯი-დილა 15:30

საგარეჯო. ცენტრალური