დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი - „დინამო თბილისმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალში თბილისის „ლოკომოტივი“ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო სტადიონზე „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე „დინამოს“ შემტევმა ნახევარმცველმა, ოსეი ბარნსმა გაიტანა. ამგვარად, ოთხი მეოთხედფინალისტი ცნობილია – თასისთვის ბრძოლას გააგრძელებენ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი წყალტუბოს „სამგურალი“ და „დინამო თბილისი“, ასევე ლიგა 2-ის ფოთის „კოლხეთი“ და ლიგა 3-ის „ირაო“.
საქართველოს თასის დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვდრიდან ორი ხვალ ჩატარდება, ხოლო ორიც – სექტემბერში:
კვირა, 30 ივლისი
სიონი-დინამო (ბთ)
ბოლნისი. თამაზ სტეფანია-არენა
თელავი-საბურთალო
თელავი. კავკასიონი არენა
ხუთშაბათი, 7 სექტემბერი
სპაერი-ტორპედო 15:30
თბილისი. სპაერის სტადიონი
სამშაბათი, 12 სექტემბერი
გარეჯი-დილა 15:30
საგარეჯო. ცენტრალური