დავით უსუფაშვილი - ყველაფერი, რაც ბოლო ხანებში განვითარდა ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით, ეს პარტიისთვის დამაზიანებელი და ხელისუფლებისთვის სასარგებლოა
დავით უსუფაშვილი - ყველაფერი, რაც ბოლო ხანებში განვითარდა ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით, ეს პარტიისთვის დამაზიანებელი და ხელისუფლებისთვის სასარგებლოა

მივიჩნევ, რომ ყველაფერი, რაც ბოლო ხანებში განვითარდა ყოფილი მმართველი პარტიის შიგნით, ეს პარტიისთვის დამაზიანებელი და ხელისუფლებისთვის სასარგებლოა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნებსით თუ უნებლიეთ ისეთი გზით წაიყვანა პროცესები, რომ საკუთარი თავიც ჩიხებში შეიყვანა და ხელისუფლებას მოქმედებაში მეტი თავისუფლება მისცა.

„მე ასეთი კმაყოფილი და ხელების ფშვნეტით დერეფნებში მიმავალ-მომავალი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ მახსენდება. ეს ერთ-ერთი ინდიკატორია, სწორია თუ არა მათი მოქმედება. „ლელო“ მიიჩნევს, რომ სწორი არ არის მათი არც სტრატეგია, არც ტაქტიკა და არც მეთოდები, რითიც ერთმანეთს შიგნით უსწორდებოდნენ და ახლა ცდილობენ, რამე შედეგს მიაღწიონ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.