დავით უსუფაშვილი - უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ბრალდება შეურაცხმყოფელი თუ იყო, საუკეთესო გზა არის, ჩახვიდე და ადგილზე მოაგვარო
დავით უსუფაშვილი - უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ბრალდება შეურაცხმყოფელი თუ იყო, საუკეთესო გზა არის, ჩახვიდე და ადგილზე მოაგვარო

უკრაინის წარმომადგენლების მხრიდან რაიმე ბრალდება თუ იყო არასწორი და ვინმესთვის შეურაცხმყოფელი, საუკეთესო გზა ხომ არის, ჩახვიდე უკრაინაში, შეხვდე პარტნიორი ქვეყნის ხელმძღვანელებს, ადგილზე მოაგვარო, განუმარტო და წამოხვიდე მისიაშესრულებული, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ურთიერთობაშიც კინკლაობის ტაქტიკას ირჩევენ.

„მიუღებელია, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები საგარეო ურთიერთობაშიც ზუსტად იმავე კინკლაობის ტაქტიკას ირჩევენ, რასაც ქვეყნის შიგნით საკუთარ ოპონენტებთან. ასე არ შეიძლება. როგორ შეიძლება, მოახერხო, რომ არსებულ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან პოლემიკაში იყო შესული. ამასობაში გიწვევდნენ, ჩამოდით და საქმე მოვაგვაროთო. მთავრობა საკითხების მოსაგვარებლად გვჭირდება, მათ შორის იქ, სადაც ცოტა გაუგებრობებია. ცნობილი კონტრაბანდის თემაზე მეც გავოცდი და აღვნიშნე, რომ ალბათ ასე თქმა არ იყო სწორი, მაგრამ ამის გამო საკითხის აწევა შეიძლება? ჩავიდნენ, ვინმე გააგზავნონ, ურთიერთობა მოაგვარონ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.