დავით უსუფაშვილი - უცხოელებზე ლაპარაკს მოვეშვათ, მათ რომ ის არ ეკეთებინათ, რასაც აკეთებენ, კიდევ უარეს დღეში ვიქნებოდით
დავით უსუფაშვილი - უცხოელებზე ლაპარაკს მოვეშვათ, მათ რომ ის არ ეკეთებინათ, რასაც აკეთებენ, კიდევ უარეს დღეში ვიქნებოდით

როგორ შეიძლება დღეს საქართველოს მოქალაქე გვერქვას და არ გვრცხვენოდეს იმის, რომ გვჭირდება ერთმანეთთან ლაპარაკი და რაუნდები ელჩების რეზიდენციებში. ანუ, ყველა დანარჩენი სახელმწიფო შენობა არის იმდენად ჩახერგილი, დაკეტილი, ჩაკეტილი, რომ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებს მადლობა ეკუთვნით გაწეული დახმარებისთვის.

„ელჩებთან და საერთაშორისო სამყაროსთან ურთიერთობაშიც „ლელო “ჩვენს პოზიციას ვავლენთ ჩვენი ურთიერთობის სტანდარტში, რაც არის საქმიანი, იმის გააზრებით, რომ არავის არ აქვს საქართველოს ვალი და არავინ არ არის ვალდებული საქართველოს მოქალაქეებზე მეტად და უკეთ ემსახუროს საქართველოს. ამიტომ, კეთილი ვინებოთ, საქართველოს საქმეებს საქართველოს პოლიტიკოსები უკეთ გავუმკლავდეთ და ნაკლები დაგვრჩება დრო და საშუალება, რომ გავიშვიროთ ხელი იქეთ, საიდანაც ხალხი მხოლოდ თავის ტკივილს იჩენს იმით, რომ ამ ვითარებაში ვართ. როგორ შეიძლება დღეს საქართველოს მოქალაქე გვერქვას და არ გვრცხვენოდეს იმის, რომ გვჭირდება ერთმანეთთან ლაპარაკი და რაუნდები ელჩების რეზიდენციებში. ანუ ყველა დანარჩენი სახელმწიფო შენობა არის იმდენად ჩახერგილი, დაკეტილი, ჩაკეტილი, რომ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით. ამიტომ, უცხოელებზე ლაპარაკს სჯობს, მოვეშვათ. რასაც აკეთებენ აკეთებენ და იმათ რომ ეს არ ეკეთებინათ დღეს, კიდევ უარეს დღეში ვიქნებოდით, მივხედოთ ჩვენს საქმეს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.