დავით უსუფაშვილი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო და თავად განსაზღვრეთ, ეს ოპოზიციაზე ზრუნვითაა გამოწვეული თუ კანონპროექტში პრობლემებით
დავით უსუფაშვილი - „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო და თავად განსაზღვრეთ, ეს ოპოზიციაზე ზრუნვითაა გამოწვეული თუ კანონპროექტში პრობლემებით

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ორი კვირით გადაიდო და თავად განსაზღვრეთ, ეს რით შეიძლება, იყოს გამოწვეული, ოპოზიციაზე ზრუნვით თუ კანონპროექტში არსებული სხვა პრობლემებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

დავით უსუფაშვილი ცვლილებების განხილვის გადადებას მხარს უჭერს. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა, რადგან „ქართული ოცნება“ ხან პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბრობდა, ხან საკონსტიტუციო სარჩელზე მსჯელობდა.

„ნახეს, რომ აქ გზები მაინც და მაინც პერსპექტივას არ ჰქონდათ. მაშინ, როცა საჭიროა სახელმწიფო ინსტიტუტების ერთად დგომა და შრომა ქვეყნისთვის ხიფათების ასაცილებლად, ეს პროექტი მეტ დაპირისპირებას უზრუნველყოფს. კანონპროექტის არსებული ფორმით და შინაარსით მიღება არის არასწორი. მის გადადებას მხარს ვუჭერ, რათა ყველამ გაიაზროს, პროექტში რა წერია და კარგს მოუტანს ქვეყანას თუ ცუდს შექმნილ კონტექსტში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.