დავით უსუფაშვილი - საარჩევნო კამპანიის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, არ გადავსულვართ პერსონალურ შეურაცხყოფაზე და ასე ვაგრძელებთ
დავით უსუფაშვილი - საარჩევნო კამპანიის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი, არ გადავსულვართ პერსონალურ შეურაცხყოფაზე და ასე ვაგრძელებთ

საარჩევნო კამპანიის ყველაზე უფრო რთულ და ცხელ ვითარებაშიც კი ჩვენ ყველა ოპოზიციური ჯგუფთან შევინარჩუნეთ კონსტრუქციული ურთიერთობა, არ გადავსულვართ პერსონალურ შეურაცხყოფაზე და ასევე ვაგრძელებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, „ლელოს“ პოლიტიკაში ყოფნის სტანდარტი მათ საქმიანობაში ვლინდება.

„შიდა ოპოზიციურ დაპირისპირებაზე, პინგ-პონგზე და ა.შ. პასუხი ასეთი იქნება: პერსონალურად ჩემი და „ლელოს“ დამოკიდებულება ასეთი თემებისადმი ვლინდება ჩვენი საქმიანობის სტანდარტში. საარჩევნო კამპანიის ყველაზე უფრო რთულ და ცხელ ვითარებაშიც კი ჩვენ ყველა ოპოზიციური ჯგუფთან შევინარჩუნეთ კონსტრუქციული ურთიერთობა, არ გადავსულვართ პერსონალურ შეურაცხყოფაზე, არავისთვის არ გაგვიშვერია ხელი და თითი, რომ „აი, შენ უშლი საქმეს ხელს, თორემ ყველაფერი კარგად იქნებოდა“ და ასევე ვაგრძელებთ ამ პროცესში ყოფნას. ამიტომ მე გვარებს და სახლებს არც ჩამოვთვლი და არც ვინმეს ჭკუას ვასწავლი, უბრალოდ ცალსახად ვამბობ, რომ პოლიტიკაში ყოფნის და პოლიტიკური პროცესების ჩვენი სტანდარტი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვლინდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.