დავით უსუფაშვილი - პირველ ივლისამდე პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სასამართლო რეფორმა და რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნოს
დავით უსუფაშვილი - პირველ ივლისამდე პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სასამართლო რეფორმა და რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნოს

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პირველ ივლისამდე პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სასამართლო რეფორმის დოკუმენტი და რეკომენდაციებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაგზავნოს.

„პირველ ივლისამდე პარლამენტმა უნდა შეიმუშაოს სასამართლო რეფორმა, რომელიც რეკომენდაციებისთვის უნდა გაიგზავნოს საერთაშორისო ორგანიზაციებში. არის დიდი პრობლემა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს მიმართ ნდობის გაუზრდელად სახელმწიფოებრიობის დიდი რისკები გვაქვს, მაგრამ ეს როგორ მოვახერხოთ, როცა უკიდურესად დაპირისპირებულ და არაკონსტრუქციულ გარემოში გვიწევს ცხოვრება, ეს მოითხოვს შრომას და გარჯას. ვერ გეტყვით, რომ პოზიციები გვაქვს იდენტური, ხელისუფლება თვლის, რომ კი არის პრობლემები, მაგრამ საქმე კარგად არის. ჩვენ ვთლით, რომ კი არის პოზიტიური ამბები, მაგრამ ძირითადი საქმე ცუდადაა. ამ საწყისი პოზიციებიდან ვიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

დატოვე კომენტარი