დავით უსუფაშვილი - „ლელოს“ ჰყავს კვალიფიციური კანდიდატები ყველა საკვანძო თანამდებობისთვის
დავით უსუფაშვილი - „ლელოს“ ჰყავს კვალიფიციური კანდიდატები ყველა საკვანძო თანამდებობისთვის

„ლელოს“ ჰყავს კვალიფიციური კანდიდატები ყველა საკვანძო თანამდებობისთვის, ეს იყო საპარლამენტო არჩევნებში, ეს იქნება ადგილობრივ არჩევნებშიც და ყველა სხვა შესაძლო არჩევნებშიც, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელომ“, ძალიან მოკლე ვადაში მოახერხა სერიოზული თვითდამკვიდრება პოლიტიკურ სპექტრში.

„ლელო“ ასევე გააგრძელებს ძალიან მკაფიო და მოსახლეობისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებზე. „ლელო“ პოლიტიკაში იბრძვის და შრომობს როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. „ლელოს“ თავის პარტიულ პოზიციას ძალიან მალე დააფიქსირებს, რომ პროპორციული ხმების მაქსიმალიზაციისთვის აუცილებელი და სწორია, პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ ამომრჩეველს შესთავაზოს თავი და მიიღოს მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

კითხვაზე, ჰყავს თუ არა „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა: „ლელოს“ ჰყავს კვალიფიციური კანდიდატები ყველა საკვანძო თანამდებობისთვის, ეს იყო საპარლამენტო არჩევნებში, ეს იქნება ადგილობრივ არჩევნებშიც და ყველა სხვა შესაძლო არჩევნებშიც“.

დატოვე კომენტარი