დავით უსუფაშვილი - ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი
დავით უსუფაშვილი - ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი

ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, – ამის შესახებ დეპუტატმა, „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ მოწოდებული და მოწადინებულია, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვებაზე.

„ლელო“ პირველი ტურის პირველი საათიდან არის მეორე ტურში სერიოზული წარმატებების მიღწევაზე ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეორე ტურში ჩვენი კანდიდატები არ გვყავს, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს, გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე და მეორე ტურებში ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვება, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ხელისუფლება გონს მოეგოს. ამიტომ, ჩვენ მოწოდებული და მოწადინებული ვართ, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების გამარჯვებაზე და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში ჩვენი როლი შევასრულოთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.