დავით სუბელიანი - მიუხედავად მოლაპარაკებებისა, არ მაქვს განცდა, რომ შსს მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს
დავით სუბელიანი - მიუხედავად მოლაპარაკებებისა, არ მაქვს განცდა, რომ შსს მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს

რამე მეტყობა, რომ ბედნიერი ვიყო, ან განსაკუთრებული კარგი ხდება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ დავით სუბელიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, იყო თუ და არა ბექა წიქარიშვილის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ დღესაც იმედგაცრუებული.

როგორც სუბელიანმა აღნიშნა, მიუხედავად მოლაპარაკებებისა, არ აქვს განცდა, რომ სამინისტრო მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის განცხადებით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას აპირებს. სუბელიანი აცხადებს, რომ შს სამინისტრო არ არის ადგილი, სადაც ნარკოპოლიტიკაზე უნდა საუბრობდნენ.

„ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მინისტრის აქვს ხედვა, რომ ის მოხმარებისა და ფლობის ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს, ამაზე ვისაუბრეთ და ვთანხმდებით, რომ რეალიზაცია ქვეყანაში იქნება დასჯადი. ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს წარმოდგენილ კანონპროექტშიც მკაცრად ისჯება. თუმცა არანაირი განცდა არ მაქვს და არც ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს მივიღებთ.

გაკვრით ვახსენეთ, რომელ კანონპროექტზე იქნებოდა საუბარი და ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ რომელ კანონპროექტზე გაკეთდებოდა აქცენტი. გვითხრეს რაიმეთი დავიწყოთ საუბარი, შევხედოთ, დავილაპარაკოთ. მე არ მაქვს განცდა, რომ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებებზე წამოვა შსს“,- განაცხადა დავით სუბელიანმა.