დავით სონღულაშვილი - საქართველოსა და FAO-ს შორის პარტნიორობა წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს
დავით სონღულაშვილი - საქართველოსა და FAO-ს შორის პარტნიორობა წლებია, წარმატებით მიმდინარეობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოიცავს

რომში გამართული გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 44-ე კონფერენციის ძირითადი თემა აგროსასურსათო სისტემების მიმდინარე მდგომარეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა FAO-ს ყველა წევრი ქვეყნის, 194 სახელმწიფოს, მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის 50-მდე მინისტრი.

„მოხარული ვარ, რომ მივიღეთ მონაწილეობა ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში, სადაც აგროსასურსათო სისტემების განვითარების გლობალური ხედვები და სტრატეგიული მიმართულებები განვიხილეთ. საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, მზად არის გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) და მის წევრ სახელმწიფოებთან“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და FAO-ს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას, რომლის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი. ერთობლივი ძალისხმევით უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა.

„აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესში ჩვენთვის პრიორიტეტულია ცოდნაზე დაფუძნებული განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.