დავით სონღულაშვილი - დელეგაციის წევრებს კითხვები ჰქონდათ კომუნიკაციების კანონთან დაკავშირებით, მათ ვუთხარი, რომ კანონის მიღებით საფრთხე არ ემუქრება მედიისა და სიტყვის თავისუფლებას
დელეგაციის წევრებს კითხვები ჰქონდათ კომუნიკაციების კანონთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში იყო მიღებული. მათ აინტერესებდათ, ამ კანონის ფარგლებში ხომ არ შეიძლება, რაიმე გავლენა იქონიოს დროებითმა მმართველმა სიტყვის თავისუფლებასა და მედიის პოლიტიკაზე, – ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ კანონის მიღებით საფრთხე არ ემუქრება მედიისა და სიტყვის თავისუფლებას.
„მათ ვუთხარი, რომ ამ კანონის მიღებით არანაირად არ ემუქრება საფრთხე მედიისა და სიტყვის თავისუფლებას. ეს საკითხი მოხვდა მინიტორინგის ანგარიშში. შესაბამისად, აინტერესებდათ, ამ კანონთან დაკავშირებით, თუ აქვს უფლება დროებით მმართველს რაიმე ფორმით ზეგავლენა იქონიოს მედიათავისუფლებაზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.