დავით სხირტლაძე - ესტონეთიდან გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არც განიხილება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ ფეხბურთელებმა ესტონურ „პაიდესთან“ (2:3) მარცხზე კომენტარი გააკეთეს – მათ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადეს და შეპირდნენ, რომ ესტონეთში გასამართ განმეორებით შეხვედრას მოიგებენ.
დავით სხირტლაძე: „ამ თამაშის შეფასება არ მინდა. ამ შედეგს გამართლება არ აქვს. ქომაგს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ. სხვა სცენარი არც განიხილება“.
ანრი მექვაბიშვილი: „არ შეიძლება ასე თამაში. სამწუხაროდ, ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვალდებულები ვართ, ეს ეტაპი გადავლახოთ. გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი. ერთი კვირის თავზე, სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით უნდა დავბრუნდეთ“.
„დინამო თბილისისა“ და ესტონური „პაიდეს“ განმეორებითი დაპირისპირება 14 ივლისს გაიმართება. შეხვედრა პიარნუს „პარნა სტადიონზე“ შედგება.