დავით სერგეენკო - ვიმედოვნებ, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება და ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს
დავით სერგეენკო - ვიმედოვნებ, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება და ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

მოლოდინი მაქვს და ამისთვის გარკვეული ობიექტური მოცემულობაა, რომ შესაძლებელი იქნება, ნაწილობრივ კომპრომისის მიღწევა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილი საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპრომისებისთვის სივრცე კიდევ არის დარჩენილი.

„ამის საფუძველს ისიც მაძლევს, რომ კომპრომისებისთვის სივრცე კიდევ დარჩენილია და ვფიქრობ, ამას სწორად შეაფასებენ. რაც შეეხება კონკრეტული თარიღის შეთავაზებას, ისე არ არის, რომ მოდით, არჩევნები ახლა ჩავატაროთ. ამას ერთიანი შეთანხმება სჭირდება, – განაცხადა დავით სერგეენკომ.