დავით სერგეენკო - უკრაინელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს
დავით სერგეენკო - უკრაინელები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, დავით სერგეენკოს მიაჩნია, რომ უკრაინაში ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ვინც არ უნდა იყოს, უკრაინის მიმართ სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერც ერთ უკრაინელზე ვერ იქნება კრიტიკული, მით უმეტეს, ამ მდგომარეობაში.

„ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან და არ შეიძლება, ხანდახან მათი ხისტი განცხადებები განსჯის საგანი გახდეს. ხანდახან, უკრაინის პრეზიდენტიც ხისტ განცხადებებს აკეთებს დასავლური ინსტიტუციების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ვაკრიტიკოთ. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინაა, ძალიან რთულია, პრაგმატული იყო. ყოველ დღე საუბარია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე. პრაგმატულობა კარგია, მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არ არის“, – განაცხადა სერგეენკომ.