დავით სერგეენკო - შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს
დავით სერგეენკო - შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს

სამინისტროების რეორგანიზაცია, როცა ერთეულები მცირდება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს და იმ სამსახურებს, რომლებიც გაერთიანდებიან.

“სამინისტროების რეორგანიზაცია, როცა ერთეულები მცირდება თავისთავად გამოიწვევს დანახარჯების შემცირებას, თუმცა ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება. შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს, მინისტრების ხელფასებს,ალბათ უფრო იმ სამსახურებს რომლებიც გაერთიანდებიან, იქნება ეს ადმინისტრაციული შესყიდვები,ფინანსური თუ ასე შემდეგ. ამის ხარჯზე მოხდება ფინანსების დაზოგვა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.