დავით სერგეენკო - შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო რეფორმა ყველაზე სკრუპულოზულად იყო გაწერილი
დავით სერგეენკო - შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო რეფორმა ყველაზე სკრუპულოზულად იყო გაწერილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს შეფასებით, შარლ მიშელის დოკუმენტში საარჩევნო რეფორმა ყველაზე დეტალურად იყო გაწერილი.

„ალბათ, შარლ მიშელის დოკუმენტიდან საარჩევნო რეფორმა ის საკითხია, რომელიც მოლაპარაკების პერიოდში ყველაზე სკრუპულოზურად იყო გაწერილი – რა, როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს. მსჯელობისთვის ღიაა სივრცე. დოკუმენტში ყველაფერი დეტალურადაა გაწერილი. რაც შეეხება საკითხს, რომ მმართველ პარტიას უპირატესობა ჰქონდეს, ეს არც უცნაური და არც გაურკვეველი არ უნდა იყოს. დოკუმენტში გაწერილია ყველაფერი“, – განაცხადა სერგეენკომ.