დავით სერგეენკო - სახელმწიფო დაფინანსებაზე კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება, მიმართულია, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის
დავით სერგეენკო - სახელმწიფო დაფინანსებაზე კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება, მიმართულია, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის

იმ ამომრჩევლებმა, რომლებმაც ოპოზიციას მისცეს ხმა, ეს ხმა არ მიუციათ ერთჯერადი პოზიციის დასაფიქსირებლად, არამედ ხმა მისცეს იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კანონშემოქმედებით ცხოვრებაში. ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის ოთხწლიანი მანდატი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, „ვინც ამ მანდატის შესრულებაზე უარს იტყვის, ალბათ, გარკვეული ლოგიკა უნდა იყოს, რომ პარტიული საქმიანობის საპარლამენტო დაფინანსება მათ მიმართ შეზღუდული იყოს.

„დღეს ცხადი გახდება, რომ ძალიან ბევრი კომპრომისული ნაბიჯი არის ამ მხრივ გადადგმული და კიდევ უფრო მეტი გადასადგმელი. ვფიქრობ, ეს არ იქნება მოლაპარაკების კარების დახურვა, არამედ პირიქით, ახალი შესაძლებლობების მიცემა. ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ცვლილებებში ნეგატივი დაინახოს, თუმცა ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის ის სტრუქტურირება, რომელიც დღეს გაცხადდება და დღეს იქნება მსჯელობა მიმართულია იქეთკენ, რომ მეტი სივრცე დატოვოს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.