დავით სერგეენკო - ბავშვთა კვებაზე მონიტორინგი ცალსახად მკაცრია
დავით სერგეენკო - ბავშვთა კვებაზე მონიტორინგი ცალსახად მკაცრია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ საბავშვო ბაღებში მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ბავშვთა კვების რაიმე სახით დარღვევა ცალსახად მიუღებელია.

„2012-2014 წლებში იყო ბევრი პრიორიტეტი, მათ შორის ბავშვთა კვება, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე უწყება. ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული იყო იმ კუთხით, რომ განსაზღვრა ძირითადი კვებითი საჭიროებები და მენიუები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ ამ ყველაფრის მართვას და ლოგისტიკას, ხოლო სურსათის ეროვნული სამსახური ხარისხის მონიტორინგს. არა მარტო საბავშვო ბაღებში, არამედ მთლიანად გაყიდვების ქსელში არსებულ პუნქტებში, რომლებზეც რეაგირება მოხდა. ბავშვთა კვების დარღვევა რაიმე სახით, ცალსახად მიუღებელია. სანქციები, რომელიც მიმართულია დარღვევებისკენ, შეიძლება, მართლაც საჭიროებდეს გამკაცრებას, თუმცა მონიტორინგი ცალსახად მკაცრია და ბავშვთა კვება ყველაზე მაღალი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.