დავით სერგეენკო - პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება
დავით სერგეენკო - პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება

ნამდვილად არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კითხვას, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა 2018 წლის საპრეზიდეტნო არჩევნებზე.

როგორც მან აღნიშნა, ეს ინფორმაცია პირველად მედიისგან შეიტყო.

“განიხილებით კანდიდატად – ეს თქვენგან მესმის პირველად.  ნამდვილად არ მაქვს არანაირი პოლიტიკური გეგმები და ამბიციები და იმედია, მომავალშიც ასე იქნება”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დავით სერგეენკოს წარდგენას გეგმავს.