დავით სერგეენკო - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ცალსახა მოწოდებებია, თუ ვინმეს ეს არ ესმის, ნიშნავს, რომ უბრალოდ გაგება არ უნდა
დავით სერგეენკო - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ცალსახა მოწოდებებია, თუ ვინმეს ეს არ ესმის, ნიშნავს, რომ უბრალოდ გაგება არ უნდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს შეფასებით, ევროკავშირის წარმომადგენლის შემოთავაზების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა და ჟანრის ლოგიკით, უახლოეს დღეებში, საბოლოო გადაწყვეტილებები უნდა იყოს როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციის მხრიდან.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, გადაწყვეტილება უნდა იყოს ქვეყნის ინტერესებისკენ მიმართული და არა – პარტიული ინტერესებისკენ.

„ტენდენცია უნდა იყოს, რომ ოპოზიციის რაც შეიძლება მეტი წარმომადგენელი შემოვიდეს პარლამენტში. უფრო პოლიტიკური რევერანსები მგონია, რომ ვინმეს რეალობა არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რადგან ცალსახა მოწოდებებია – შედით პარლამენტში და იქ გააგრძელეთ ოპონირება. არ შეიძლება, ეს ვინმეს არ ესმოდეს და თუ ვინმეს არ ესმის, მაშინ უბრალოდ, ამის გაგება არ უნდა“, – განაცხადა სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი