დავით სერგეენკო - პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, რადგან ეს არ არის ნორმალური
დავით სერგეენკო - პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, რადგან ეს არ არის ნორმალური

პარლამენტში ოპოზიცია რომ არ არის, ჩემთვის დისკომფორტის მომტანია, რადგან ეს არ არის ნორმალური, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

„იმედი მაქვს, თუმცა სულ უფრო და უფრო ნაკლები, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა.

რაც შეეხება მთავრობის დამტკიცებას, რვაჯერ გავიარე ეს პროცედურა და საკმაოდ ინტენსიური დისკუსია იყო. ჩემი მხრივ, შემიძლია, პირობა მოგცეთ, რომ ეს არ იქნება დითირამბების მიმძღვნელი შეხვედრა, არამედ იქნება კრიტიკული, მწვავე კითხვები და დისკუსიებიც“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.