დავით სერგეენკო - არც ერთი ინსტიტუცია აღარ დარჩა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ
დავით სერგეენკო - არც ერთი ინსტიტუცია აღარ დარჩა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ

აღნიშნული საკითხი მათი გადასაწყვეტია, მაგრამ არც ერთი ინსტიტუცია აღარ დარჩა, რომელსაც მათთვის ძალიან ხისტად არ მოეწოდებინა, რომ პარლამენტში შევიდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სერგეენკოს თქმით, რამდენად გაითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტნიორების მოწოდებებს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პროგნოზირება გაუჭირდება.

„ზოგადად, პარლამენტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მასში წარმოდგენილი იყოს ოპოზიცია და მთელი ეს ექვსი თვე ამას გავიძახით ყველანი – შემოდით, არა იმიტომ, რომ ამ ხალხის პოლიტიკური პაემანი გვსიამოვნებს, არამედ იმისთვის, რომ პარლამენტის გამართულ მუშაობას სჭირდება ოპოზიციის ყოფნა“, – განაცხადა სერგეენკომ.