დავით სერგეენკო - პარლამენტი მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის აქვს ვალდებულება, ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს, ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს
დავით სერგეენკო - პარლამენტი მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის აქვს ვალდებულება, ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს, ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს

არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ტენდენცია შეცვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ მოძრაობა „ხალხის ძალაში“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატის გადასვლის შესახებ განუცხადა.

სერგეენკოს თქმით, ქვეყნის დასავლური კურსი ურყევია.

„არ მგონია ამ ფაქტმა ანტიდასავლური მიმართულება და მოძრაობა გააძლიეროს, რადგან დასავლური და ევროატლანტიკური ორიენტაცია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო გადაწყვეტილებაა. არ ვფიქრობ, რომ ხუთი დეპუტატის სხვა ფრაქციაში გადასვლამ ეს ტენდენცია შეცვალოს. ეს პარლამენტია, მინისტრთა კაბინეტი არ არის, აქ არავის არ აქვს ვალდებულება, რომ ვინმეს ნათქვამს გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოხატოს. ყველას თავის არჩევანი და გზა აქვს. ამიტომ, თუ ვინმე ვინმეს არ ემიჯნება ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც იგივე აზრს იზიარებს“, – განაცხადა სერგეენკომ.

მოძრაობა „ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ კიდევ ხუთი დეპუტატი, ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე შეუერთდა.