დავით სერგეენკო - ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამ არ ფიგურირებს
დავით სერგეენკო - ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამ არ ფიგურირებს

ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამ არ ფიგურირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უარი თქვა შეთავაზებაზე, რომ გაყალბება ნებისმიერი სახით დოკუმენტურად დადასტურებულიყო და ახლაც ამ პოზიციაზე არიან.

„არჩევნების შემდეგ ოპოზიციის მთავარი ჩივილი იყო, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ მიიღეს შეთავაზება, რომ გაყალბება დოკუმენტურად დადასტურებულიყო ნებისმიერი სახით, ეს იქნებოდა საპარლამენტო კომისია, დამატებითი გამოძიება, ჩანაწერების ამოღება, თუ რაიმე სხვა. ისინი უარს ამბობდნენ და ახლაც ასეთ პოზიციაზე არიან, ეს ყველაფერი ობიექტურად იყოს შესწავლილი და აგრძელებენ ჩივილს, თუმცა არც პოლიტიკურ და არც საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებაში ასეთი რამე არ ფიგურირებს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაძლებლობით ისარგებლონ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.