დავით სერგეენკო - რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგამოძიებო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა გაყალბება
დავით სერგეენკო - რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგამოძიებო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა გაყალბება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებას, ამისთვის მზადყოფნა სულ არის, მოლაპარაკებების კარი არ დახურულა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომა იმდენად დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამის გამო გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის, ამ ნაბიჯს მივესალმები, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგამოძიებო კომისიამ გაყალბება დაადასტურა.

„რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ პოზიციისა და ოპოზიციის კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა, რომ რეალურად ჰქონდა გაყალბებას ადგილი. არასაკმარისია არსებული მოცემულობა, რომ ასე უბრალოდ გადავწყვიტოთ არჩევნები. ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. მართალია, შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი