დავით სერგეენკო - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა
დავით სერგეენკო - ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა

ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია ეს, – ასე ეხმაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.

„ყველა ქვეყანას აქვს თავის სუვერენული უფლება, რომ განვითარდეს იმ გზით, რასაც მისი მოსახლების უმრავლესობა წყვეტს. გამიჭირდება, გითხრათ, იყო თუ არა მედვედევის ამ განცხადებაში კიდევ რაიმე ქვეტექსტი. მე შემიძლია გითხრათ, საქართველოს მოსახლეობის სახელით ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის თქმით, საქართველოს ნატო-ში შესვლა კატასტროფული შედეგებით დასრულდება.