დავით სერგეენკო - მივესალმები, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაში გაემგზავროს, ეს არის მაღალი დონის სახელმწიფოებრივი ვიზიტი და ბევრი გაუგებრობის გამოსწორება შეუძლია
დავით სერგეენკო - მივესალმები, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაში გაემგზავროს, ეს არის მაღალი დონის სახელმწიფოებრივი ვიზიტი და ბევრი გაუგებრობის გამოსწორება შეუძლია

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით.

როგორც სერგეენკომ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ასეთ რთულ ვითარებაში უკრაინის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინტერესია.

„მათთვის ყველა სახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მივესალმები იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, უკრაინაში გაემგზავროს. დღის განმავლობაში ყველა დეტალი დაზუსტდება და ეს იქნება ძლიერი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა საქართველოს მხრიდან. ეს არის მაღალი დონის სახელმწიფოებრივი ვიზიტი და ამას ბევრი გაუგებრობის გამოსწორება შეუძლია, რისი დიდი იმედიც მაქვს“, – განაცხადა სერგეენკომ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან და დაადასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზადყოფნა.