დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ​აქტივობისგან თავი შეიკავონ და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექიმებს მისცენ
დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ​აქტივობისგან თავი შეიკავონ და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექიმებს მისცენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით აქტივობისგან თავი შეიკავონ და გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექიმებს მისცენ.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ცალსახად გამორიცხავს იმას, რომ რომელიმე ექიმმა პაციენტის საზიანოდ რაიმე ნაბიჯი შეგნებულად გადადგას.

„ბოლო პერიოდში კლინიკურ მართვაში არ ვარ ჩართული და რასაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მედიიდან ვიგებ, ამის მიხედვით შემიძლია მსჯელობა. დაახლოებით იგივე სურათია, როცა პოლიტიკოსები უფრო აქტიურობდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ჩემი კოლეგების მოსაზრებები ვნახე და ექიმები უნდა შეჯერდნენ იმაზე, რაც პაციენტის მდგომარეობის სამკურნალოდ და სამართავად საუკეთესო იქნება. პოლიტიკოსებთან სათხოვარი მექნება, რომ ამ თემაზე შეძლებისდაგვარად აქტიურობას ჩამოშორდნენ და ექიმებს გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცენ, რადგან ეს პოლიტიკური ზეწოლა შეიძლება, მცდარი საექიმო გადაწყვეტილებების საფუძველი გახდეს. ცალსახად გამოვრიცხავ იმას, რომ რომელიმე ექიმმა პაციენტის საზიანოდ შეგნებულად გადადგას რაიმე ნაბიჯი“, – განაცხადა სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი