დავით სერგეენკო - კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი
დავით სერგეენკო - კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა. სერგეენკომ ამ თემაზე NDI-ის კვლევის შედეგებზე დასმული შეკითხვის პასუხად ისაუბრა.

„ჩემი, როგორც ექიმის პოზიცია არის ასეთი – ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა უფრო მაღალი ექსპერტიზა ამ დარგის, ვიდრე საკუთრივ, ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებებზე დაფუძნებული დისკუსია.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, რომ დავიწყო კრიტიკა.

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 74% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზება არ უნდა მოხდეს.