დავით სერგეენკო - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებში რაც წავიკითხე, საფრთხეები ვერ დავინახე
ამ კანონპროექტში უნდა ჩავიხედო, რა ხდება, რაც წავიკითხე და რასაც გარეთ ვისმენ, ვხედავ, შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, ამიტომ მინდა, გავერკვიო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, მისი პირადი არჩევანი ცალსახად არის საქართველოს ევროპული გზა.
„მე რაც წავიკითხე ამ კანონპროექტში, ვერ დავინახე საფრთხეები, მაგრამ შეიძლება, მე ვერ გავერკვიე. კანონპროექტი იმის არის, რომ უნდა განიხილონ პარლამენტში, უნდა მოხდეს დისკუსია და ამის მერე შეჯერდნენ, გადაწყვეტილებას საქართველოში მისაღებ კანონებზე იღებს საქართველოს პარლამენტი. ზოგადად, ჩემი არჩევანი არის საქართველოს ევროპული არჩევანი. ამ კანონპროექტში უნდა ჩავიხედო, რა ხდება, რაც წავიკითხე და რასაც გარეთ ვისმენ, ვხედავ, შეუსაბამობაშია ერთმანეთთან, ამიტომ მინდა, გავერკვიო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.