დავით სერგეენკო - გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და აქედან არ გადაუხვევს
დავით სერგეენკო - გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და აქედან არ გადაუხვევს

გუშინდელი სახალხო შეკრება იყო კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპის გზა აქვს არჩეული და ამ გზიდან არ გადაუხვევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე პოლიტიკური შემადგენელი ნაკლებად იყო.

„პოლიტიკურ შემადგენელს რაც შეეხება, ალბათ რაღაც პოლიტიკური ნაწილი არსებობდა, რომელიც უმცირესი იყო. დომინანტი იყო საზოგადოების გულწრფელი სურვილი, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა თავისი ევროპული არჩევანი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, სერგეენკომ კომენტარი გააკეთა ევროკომისიის დოკუმენტის იმ პუნქტზე, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება. მისი თქმით, საკითხი სამივე კანდიდატ ქვეყანასთან არის წარდგენილი, როგორც წლის ბოლომდე შესასრულებელი პირობა.

„თუკი შევადარებთ სამი ქვეყნის პირობებს, დეოლიგარქიზაცია საქართველოსთან მიმართებით დგას, მოლდოვასთან მიმართებითაც ზუსტად ამ სიტყვით დგას და უკრაინასთან მიმართებით დგას, რომ წლის ბოლომდე მოხდეს ფინალიზაცია ანტიოლიგარქიული კანონმდებლობის მიღების. ეს საკითხი სამივე ქვეყანასთან მიმართებითაა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის სისტემური და არა ინდივიდუალური საკითხი. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი ქვეყნის შესაბამისი კანონმდებლობის „დრაფტი“ ახლა გადის შესაბამისი ექსპერტიზას და მალე გახდება მიწვდომადი. თუ ეს კანონმდებლობა მისაღები იქნება საქართველოს რეალობისთვის, რა თქმა უნდა, განხილული იქნება. ნებისმიერი საკითხი უნდა გადაწყდეს კანონის ფარგლებში. ეს არა ინდივიდუალური მაგალითად, ივანიშვილისადმი მიმართული საკითხია, არამედ ეს არის სისტემური საკითხი, რომელიც სამივე კანდიდატ ქვეყანასთან არის წარდგენილი, როგორც წლის ბოლომდე შესასრულებელი პირობა. ვინ არის ოლიგარქი, ეს უნდა მოექცეს კანონმდებლობის ჩარჩოში. ერთ- ერთი კანდიდატი ქვეყნის კანონმდებლობაში მზადდება პროექტი, რომელიც გაივლის ექსპერტიზას და გახდება საჯარო. იქნება დეფინიცია და რეაგირების გეგმა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი