დავით სერგეენკო - გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება, უვადო მწვანე პასპორტის გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას
დავით სერგეენკო - გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება, უვადო მწვანე პასპორტის გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას

გადატანილი კოვიდინფექცია არ არის გარანტია, რომ ვირუსი ისევ არ დაგემართება. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის გაცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანებისთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას არ ემხრობა.

„პირდაპირ რომ გაგცეთ პასუხი, ამას არ ვემხრობი. ამას აქვს თავისი დასაბუთება, რომელსაც ნებისმიერი ექიმი და ეპიდემიოლოგი გააკეთებს. არ მინდა, ღრმა მსჯელობაში შევიდე, მაგრამ გეტყვით, რომ არ ვემხრობი. ვირუსს ახასიათებს ცვლილება, რამდენიმე თვეში ერთხელ ბუნებას იცვლის და შეიძლება გადამდები გახდეს. ვაქცინაცია გადადების რისკს ანახევრებს, 30-ჯერ ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკს. აქამდე ახალი შტამების აღმოჩენა იფარებოდა არსებული ვირუსებით, თუმცა ახალი მიმდინარეობის არ ვიცით, იმედია, მასაც დაფარავს.

მოცემულობაა, რომ გადატანილი კოვიდინფექცია არ არის მაღალი ალბათობის გარანტია, რომ ისევ არ დაგემართება კოვიდი. ამიტომ, უვადო მწვანე პასპორტის მიცემა ეწინააღმდეგება სპეციალისტების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ 5-6 თვის განმავლობაში გრძელდება ეს. არ ვიცი, არგუმენტების რა ერთობლიობა იყო, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება. არ ვარ საკოორდინაციოს წევრი და არ ვიცი, რა მსჯელობა იყო“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.